Thursday, October 22, 2015

დღე 9

 დადგა მე-9 დღეც. როგორც ყოველთვის ბევრი საქმე გავაკეთეთ: მთელი 9 დღის ნაშრომი  -ჩვენი პორფოლიო დავდეთ ბლოგზე, ვისწავლეთ დამატება, ჩასწორება , წაშლა და  ბილოს მოვახდინეთ ფასილიტაციის დოკუმენტების პრეზენტაცია.
მომეწონა ჩემი კოლეგების ნაშრომები. ძალიან კმაყოფილი ვარ ზოგადად ტრენინგის და რა თქმა უნდა, უპირველესად ნათიასი. დიდი მადლობა მას, რომ შეძლო ძალიან ბევრი რამ ესწავლებინა ჩვენთვის!    

Tuesday, October 20, 2015

დღე 8

დღეს დატვირთული დღე გვქონდა: დავასრულეთ პროექტის გეგმა, გავაკეთეთ ფასილიტაციის პრეზენტაცია, ბლოგზე ავტვირთეთ პორტფოლიო. მე მოკლედ დავწერე, მაგრამ ამ ყველაფერს მთელი 4 საათი მოვანდომეთ . მიუხედავად ამისა, ყველაფერმა მაინც მსუბუქად ჩაიარა . ეს ნათიას დამსახურებაა!

პროპორციულ მონაკვეთებად დაყოფა - პროექტის პორტფოლიო

Monday, October 19, 2015

დღე 7

დღეს კიდევ უფრო გავიღრმავეთ ცოდნა: გავაკეთეთ განმავითარებელი თვითშეფასება, მიმდინარე შეფასება, მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი- ბუკლეტი, გავაგრძელეთ ჩვენი პროექტის გეგმის წერა და შევიტანეთ პროექტის მიმდინარეობა.
შთაბეჭდილება - დადებითი!

Saturday, October 17, 2015

დღე 6

შევქმენით მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების რუბრიკა ინტელის დახმარებით. ვისწავლეთ ვიდეოს გადატანა ბლოგზე და გადავიტანეთ ინტელის ვიდეო, გავეცანით მოსწავლის საბაზისო უნარ- ჩვევებს, ბლოგზე დავამატეთ ჩანართები.
დღესაც საინტერესო იყო ტრენინგი!

Wednesday, October 14, 2015

დღე 5

გავეცანი შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზს, გავერკვიე ციტირებულ დოკუნტებში, შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი (slide show).